კიმ კარდაშიანი ოფიციალურად მილიარდერი გახდა - Forbes პანდემიის დროს გამოვლენილ სხვა ახალ მილიარდერებსაც ასახელებს

ამერიკელი სელებრითი კიმ კარდაშიანი რამდენიმე საათია, რაც Forbes-ის მილიარდერების სიას თამამად შეუერთდა.

Forbes– ის შეფასებით, კარდაშიანი ახლა 1 მილიარდს ფლობს, როდესაც გასული წლის ოქტომბერში მისი წმინდა ქონება მხოლოდ 780 მილიონი დოლარს შეადგენდა. გამოცემის თქმით, ვარსკვლავმა პირველი მილიარდი ორი მომგებიანი ბიზნესის, KKW Beauty– ისა და Skims– ის, ასევე სარეკლამო გარიგებების და მცირე ინვესტიციების წყალობით გამოიმუშავა.

Forbes-ის სიაში კარდაშიანი პირველად 2011 წელს, ინსტაგრამზე 6.6 მილიონი გამომწერით მოხვდა, რაც მაშინ ბარაკ ობამას გამომწერთა რაოდენობას ოდნავ ჩამორჩებოდა. 5 წლის შემდეგ, ის Forbes-ის ყდაზე გამოჩდა. მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადში, ონლაინ თამაშის მეშვეობით 51 მილიონი გამოიმუშავა. ახლა კარდაშიანი ოფიციალური მილიარდერია.

KKW Beauty ბაზარზე 2017 წელს კოსმეტიკის ხაზით გამოჩდა. კონტურინგის 300 ათასი ნაკრები, გაყიდვაში ჩაშვებიდან 2 საათში მთლიანად გაიყიდა. ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგ, ერთ წელში, კომპანიის შემოსავალმა 100 მილიონი შეადგინა. SKIMS-ის ისტორია კი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლისთვის კომპანიის შემოსავალმა 500 მილიონი შეადგინა.

კარდაშიანის გარდა Forbes 2021 წელს გამოვლენილი ახალი მილიარდერების შესახებ წერს.

“წელს Forbes- ის მილიარდერების სიას 493 ადამიანი დაემატა. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 17 საათში ერთი ახალი მილიარდერია. ამ 493 ადამიანის საშუალო წმინდა ღირებულება: 2 მილიარდი დოლარია. საშუალო ასაკი კი 54.“ - წერს გამოცემა.

ჩინეთს ყველაზე მეტი, 205 ახალი მილიარდერი ჰყავს. მათ შორისა არიან 45 წლის ჩენ ზიპინი 15,9 მილიარდით, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის მწარმოებელი Smoore International- ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია და კიტ ვანგი - 5 მილიარდი დოლარით.

შეერთებულ შტატებს 98 ახალი მილიარდერით მეორე ადგილი უკავია. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა კიმ კარდაშიანი, ჰოლივუდის მაგნატი ტაილერ პერი 1 მილიარდი დოლარით და Apple– ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი -1,3 მილიარდი დოლარით.

გერმანიას 26 ახალი მილიარდერი ჰყავს. შემდეგ მოდის კანადა და ინდოეთი 19 მილიარდერით.

სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გერმანიის წამყვანი სააფთიაქო ქსელის dm-drogerie markt- ის მემკვიდრე 18 წლის კევინ დევიდ ლემანი გახდა, რომელიც 3,3 მილიარდს ფლობს. ასევე 26 წლის ლაზერული სტარტაპის Luminar-ის დამფუძნებელი ოსტინ რასელი 2,4 მილიარდი დოლარით.

ახალბედებს შორისაა SPAC -ის სპონსორი ჩამათ პალიპატია 1,2 მილიარდი დოლარით და ბილ ფოლი 1,9 მილიარდი დოლარით.

სხვებმა მილიარდები ტრადიციული გზით, IPO– ს საშუალებით შექმნეს. სიაში ასევე არიან კრიპტოვალუტის მილიარდერები.

2021 წლის მარტის შუა რიცხვებში კრიპტოვალუტების კიდევ ერთი ბუმის ფონზე ბიტკოინის ღირებულებამ 800%-ით მოიმატა, ხოლო Ripple's XRP– ის ფასმა 200% -ით. სფეროში ყველაზე მდიდარი 29 წლის სემ ბანკმენ ფრიდია, რომელმაც, როგორც ორი კრიპტო კომპანიის დამფუძნებელმა, 8.7 მილიარდი დოლარი შეაგროვა.

გამდიდრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა პანდემიის ფონზე ჯანდაცვის სფერო აღმოჩდა. Forbes- მა წელს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 61 ახალი მილიარდერი გამოავლინა, სიას კი სულ მცირე, 40 ადამიანი შეუერთდა. ერთ-ერთი მათგანია იტალიელი მილიარდერი სერხიო სტევანოტო 1,9 მილიარდი დოლარით. ოჯახის მფლობელობაში კომპანია Stevanato Group აწარმოებს მინის ფლაკონებს, რომლებიც Covid-19 ვაქცინების შესანახად გამოიყენება. მის გარდა ახალი მილიარდერების სიას შეუერთდნენ ინდოელი ექიმი პრატაპ რედი 1,5 მილიარდი დოლარით, უგურ აჰინი - 4 მილიარდი დოლარით, თურქეთში დაბადებული ექიმი და გერმანული ფირმის BioNTech- ის თანადამფუძნებელი, Pfizer ვაქცინის ერთ-ერთი ავტორი სტეფან ბანსელი 4,3 მილიარდი დოლარით.

თეონა რამაზაშვილი