2020 წელს, თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი, 9 868 ლიტრი, გურიის იმდროინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა. ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებს შეეხება.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82,660 ლარი შეადგინა.
„სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ.
2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245,413 ლიტრი საწვავი (245.4 ტონა) გახარჯეს. გახაჯრული საწვავის ჯამური ღირებულება 454,428 ლარის შეადგენდა.
თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი 9,868 ლიტრი გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.