საქართველოში შესაძლოა, გაჩნდეს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი, სასტუმროები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა

საქართველოში შესაძლოა, გაჩნდეს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი, სასტუმროები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს ღონისძიებათა გეგმაზე, რომელიც წაახალისებს ბიზნესს, მოსახლეობას, რომ უფრო აქტიურად მიმართონ ვაქცინაციას.

„ბიზნესს კარგად ესმის, რომ ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. ვმუშაობთ და განვიხილავთ, რომ გარკვეული უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. იცით, რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, ასევე 40-მდე ქვეყანაა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ „პისიარ“ ტესტით შემოდიან, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“-განაცხადა თურნავამ.

თაია არდოტელი