სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28 392 ლარი გაიღეს, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებს შეეხება.
ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2020 წელს 47 442 ლარი გახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად, ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.