„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით და გარეთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მივლინებებზე 19,628 ლარი დაიხარჯა

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე 19,628 ლარი გახარჯეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებს შეეხება.

მათივე ცნობით, რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საავტომობილო ხარჯებს: 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში;

„ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში.

სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2020 წელს 270,017 ლარი დაიხარჯა“,- აღნიშნული „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ინფორმაციაში.