ბრიტანელები Toshiba-ს 18 მილიარდ დოლარად ყიდულობენ

ბრიტანული საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners უახლოეს მომავალში იაპონური კორპორაცია Toshiba-ს შეძენას აპირებს. ბრიტანელები Toshiba-ში 2 ტრილიონზე მეტ იენას, იგივე, 18 მილიარდ დოლარს გადაიხდიან. ინფორმაციას იაპონური გაზეთი Nikkei ავრცელებს.

ეს იქნება იაპონური კომპანიის შეძენის ყველზე მსხვილი შეთანხმება. გამოცემის ცნობით, Toshiba-ს სტატუსიდან გამომდინარე, შეთანხმების პირობების განსაზღვრაში იაპონიის ხელისუფლებაც ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Toshiba სერიოზულ კრიზისს განიცდის. ამის ერთ-ერთ მიზეზად ფინანსური დოკუმენტების გაყალბების დიდ სკანდალს ასახელებენ. კრიზისი, ასევე, გამოიწვია ბიზნესის სერიოზულმა ზარალმა, რაც კომპანიას აშშ-ში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით მიადგა.

კოკა კვირკველია