Google-ს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებენ

ავსტრიულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია None of Your Business-მა (NOYB) ამერიკულ კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივლა. ორგანიზაციას ეჭვი აქვს, რომ Google-ი Android-სმარტფონების მფლობელებს უკანონოდ უთვალთვალებს. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.

Android-ის ტელეფონები გენერირებენ უნიკალურ სარეკლამო კოდებს, რომლებიც Apple-ის რეკლამების იდენტიფიკატორის (The Identifier for Advertisers, IDFA) მსგავსია. ეს Google-ს და ნებისმიერ მესამე მხარეს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ინტერნეტში. ორგანიზაციამ სარჩელით მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის საფრანგეთის მარეგულირებელ სამსახურს მიმართა, სადაც ირწმუნება, რომ Google-ი Android-სმარტფონების მომხმარებლებს მათი თანხმობის გარეშე უთვალთვალებს და ამით ევროკავშირის კანონს არღვევს.

გასული წლის ნოემბერში NOYB-მა გერმანიისა და ესპანეთის მარეგულირებლებთან ანალოგიური საჩივრით კომპანია Apple-საც უჩივლა. კომპანიას ბრალს სდებდნენ ადამიანების კონფიდენციალურობის დაცვის ევროპული კანონმდებლობის დარღვევაში. ორგანიზაციამ Apple-ი IDFA-ის არასანქცირებულ გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ალგორითმს ტექნოლოგიური გიგანტები მიზნობრივი რეკლამებისთვის იყენებენ.

კოკა კვირკველია