ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
„შექმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება. ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი“,- განაცხადა ტიკარაძემ.