Forbes-ის ყოველწლიური სიის თანახმად, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი პირველ ადგილზეა იმ ქალაქებს შორის, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქს გასული წლის განმავლობაში 33 მილიარდერი შეემატა და მათი რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ამ მაჩვენებლით პეკინმა უმნიშვნელოდ გაუსწრო ნიუ-იორკს, სადაც 99 მილიარდერი ცხოვრობს.
ამასთან, რომ ნიუ-იორკის მილიარდერების საერთო ქონების მოცულობა პეკინელი მილიარდერების საერთო ქონებაზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ პეკინის უმდიდრესი ბინადრის, TikTok-ის დამფუძნებელ ჟან იმინგის ქონება 35.6 მილიარდ აშშ დოლარს, ნიუ-იორკის უმდიდრესი ადამიანის, ყოფილი მერის მაიკლ ბლუმბერგის ქონება კი - 59 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.