Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4225 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4250 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 7 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4134 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0585 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.