ჩინეთის ბაზარზე პირველ კვარტალში ახალი ავტომობილების გაყიდვები 72,8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ჩინეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, 72,8%-ით გაიზარდა. მსოფლიოს ამ უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე 6,34 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 71,2%-ით გაიზარდა კომერციული ავტომობილების გაყიდვებიც. მარტში ჩინეთში 2,38 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც თებერვალთან შედარებით, 64%-ით მეტია, ხოლო 2020 წლის მარტთან შედარებით გაყიდვების ზრდამ 66,8% შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთში სულ 25,31 მლნ ავტომობილი გაიყიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 1,9%-ით ნაკლებია. მოელიან, რომ 2021 წელს ჩინეთში 26 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდება, რაც რეალიზების 4%-იან ზრდას ნიშნავს.

კოკა კვირკველია