Twitter-მა გასულ წელს 3,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია Twitter-მა, რომელიც ამავე სახელწოდების სოციალურ ქსელს ფლობს, 2020 წელს 3,716 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2019 წლის შემოსავალთან შედარებით 7%-ით მეტია. ამ მონაცემებს კომპანია გავრცელებულ ანგარიშში აქვეყნებს.

2020 წელს Twitter-ის ოპერაციულმა ხარჯებმა 3,69 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 19%-იან ზრდას ნიშნავს. ამის შედეგად კომპანიის ოპერაციული შემოსავლები 27 მილიონი დოლარით განისაზღვრა.

2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მასშტაბით კომპანიის 35 ოფისში 5,500 თანამშრომელი იყო დასაქმებული. ანგარიშში წერია, რომ კომპანიის მიზანია, 2025 წლისთვის თანამშრომლების ნახევარი მაინც მდედრობითი სქესის, ხოლო პერსონალის მეოთხედზე მეტი სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელი იყოს.

კოკა კვირკველია