"თიბისი ბანკმა" სესხების საახალწლო გათამაშება დაიწყო

"თიბისი ბანკში" სესხების საახალწლო გათამაშება დაიწყო.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის, ვინც 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღო ან აიღებს ნებისმიერი ტიპის სესხს "თიბისი ბანკში", ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და ექნება შანსი, მოიგოს Orbi Palace-ის ელიტარული ბინა ბაკურიანში და საახალწლო პრიზები.

როგორც ბანკში განმარტავენ, გათამაშებაში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სასესხო პროდუქტის - საკრედიტო ბარათის, სწრაფი განვადების, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში. მათივე ინფორმაციით, სუპერ პრიზის - ბაკურიანში ბინის გარდა, თამაშდება სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლითაც შესაძლებელია საახალწლო პრიზების - მათ შორის Apple-ის პროდუქციის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის და სხვა საჩუქრების შეძენა. გათამაშების მონაწილეებს, სესხის აღებისთანავე გადაეცემათ საჩუქრების სია და შესაძლებლობა მიეცემათ, თვითონ აირჩიონ სასურველი პრიზი, რომლის მოგებაც გათამაშების შედეგად სურთ.

"გათამაშებაზე გამოვლინდება სუპერ-პრიზის, ბაკურიანში ბინის მფლობელი და ასევე 50 გამარჯვებული, რომელიც თავისივე შერჩეული საჩუქრის მფლობელი გახდება. გათამაშება, ლოტოტრონის პრინციპით, 8 იანვარს, 20:00 საათზე შედგება და ლაივსტრიმის მეშვეობით "თიბისი ბანკის" ფეისბუქგვერდზე გადაიცემა", - აცხადებენ ბანკში.