ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს გარემოს რეგულაციების გამკაცრებით, შესაძლებელია მესამე ტალღის აცილება მოხერხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ის პრევენციული ზომები, რომელიც ქვეყანაში ტარდება საკმარისი არ არის.
„რა თქმა უნდა, რისკები მესამე ტალღის არსებობს. თუმცა ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს გარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია მოხერხდეს შეკავება შემდგომი გავრცელების, რაც თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას.
რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. პირბადეების მომხმარების მაჩვენებელი, რომ დაბალია ამასთან დაკავშირებით მონაცემები არსებობს. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტირების სამსახურს უხდება არაერთი დარღვევის დაფიქსირება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.