პროფკავშირების წარმომადგენლები იანვრიდან პედაგოგების ხელფასის გაზრდას ითხოვენ

პარლამენტის შენობასთან პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

ისინი პედაგოგებისათვის საბაზისო ხელფასის იანვრიდან გაზრდას ითხოვენ. როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები განმარტავენ, საბაზისო ხელფასის გაზრდა სექტემბრიდან არის დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არსებობდა ზეპირი დაპირება პედაგოგთა ხელფასების იანვრიდან გაზრდის თაობაზე. პროფკავშირების წარმომადგენლები სწორედ ამ დაპირების შესრულებას ითხოვენ. მათივე თქმით, თან აქვთ 16 000-მდე პედაგოგის ხელმოწერა, რომელთაც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს წარუდგენენ.