სტრიმინგ-მაუწყებლობის სერვის Netflix-მა და Sony Pictures Entertainment-მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2022 წლიდან Sony Pictures-ის ფილმები პრიორიტეტული სტრიმინგით ისარგებლებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ცნობით, კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი. თავის მხრივ, Sony Pictures-მა სტრიმინგ-პლატფორმისთვის Netflix-ის შეკვეთით რამდენიმე ფილმი უნდა გადაიღოს. როგორც გაზეთი წერს, Netflix საკუთარ პლატფორმაზე ფილმებს მას შემდეგ განათავსებს, რაც ისინი კინოთეატრებში გავა. ასე მოხდება Spider-Man: Into the Spider-Verse 2-ის შემთვევაშიც, რომელიც მომავალ წელს გამოვა. გარდა ამისა, სტრიმინგ-სერვისისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2022 წლამდე გადაღებული ფილმებიც.
კონტრაქტის ფინანსური ნაწილი არ ხმაურდება, თუმცა როგორც გამოცემა წერს, Netflix ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს გადაუხდის Sony Pictures Entertainment-ს.
გაზეთის ცნობით, Netflix-ის სურვილია, წარმატებით გაუწიოს კონკურენცია ისეთ სერვისებს, როგორიცაა Disney+ და HBO Max. ისინი ცდილობენ, საკუთარი პროდუქტები საკუთარ სერვისებზე შეინარჩუნონ.