WSJ - ინვესტორებს განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალი გააქვთ

აშშ-ის ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება ინვესტორებს იძულებულს ხდის გაიტანონ კაპიტალი განვითარებადი ქვეყნებიდან, სადაც სიტუაცია ნაკლებად სახარბიელოდ ჩანს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში 9,65%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია, ამის შესახებ მოწმობს FactSet-ის მონაცემები. შედარებისთვის, 2020 წლის ბოლოს მან 6,96% შეადგინა. რუსეთის და მექსიკის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლებიც ასევე წლის მაქსიმუმზეა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის IIF-ის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ, რომელიც განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებიდან გავიდა როგორც თებერვალში, ასევე მარტში, 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინებამ კი ორ თვეში ჯამურად 670 მილიონი დოლარი შეადგინა.

ექსპერტების აზრით, ინვესტორების ოპტიმიზმი ამერიკის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით დოლარის გამყარებას და US Treasuries შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. ბევრს გათვლილი აქვს, რომ აშშ-ში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე ასევე გაიზრდება ინფლაცია, რაც აიძულებს ფედრეზერვს ასწიოს საბაზისო საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის შესაკავებლად. ამ პირობებში კი ინტერესი emerging markets-ისადმი მკვეთრად შენელდა, - წერს WSJ.

„თუ დავაკვირდებით ფიქსირებული შემოსავლების მქონე განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს, ვნახავთ, რომ ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან“ , - აღნიშნავს Janus Henderson-ის ანალიტიკოსი პოლ ო’კონერი. ის საკუთარ მოლოდინებში ამცირებს განვითარებად ქვეყნებში აქციების ჩადების პროგნოზს და ინარჩუნებს განვითარებადი ქვეყნების საობლიგაციო პროტფელს.

კოკა კვირკველია