„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა.
უფრო კონრეტულად, 2021 წლის მარტში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 25.8%-ით გაიზარდა, 2019 წლის მარტთან შედარებით კი ზრდამ 161% შეადგინა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მარტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა 19.5%-ია.