მომავლის ტექნოლოგიები აქსისისგან

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ თავის ორ ახალ პროექტზე „აქსისი ჭავჭავაძის 49“ და „აქსისი იპოდრომთან“ მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აქსისი“ ცვლის სამშენებლო პროცესს, ნერგავს ახალ სტანდარტს ქართულ დეველოპმენტში და შემოჰყავს საქართველოში ლიდერი ევროპული ბრენდები - Saint gobein და Wicona.  მათივე ცნობით, სახლი თბუნდება მთლიანად, ოთხივე მხრიდან, 350 წლიანი კომპანიის, Saint gobein-ის საფასადე მათბუნებლის XPS-ის, აგრეთვე სპეციალური შუშების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში 8-ჯერ უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას.

Wicona, რომელიც ცნობილია თავისი ექსკლუზიური ხარისხის პროდუქტით, ამზადებს სპეციალურად აქსისის ახალი ობიექტებისთვის სლაიდინგის მექანიზმით აღჭურვილ კარ-ფანჯარას.

კომპანიის ინფორმაციით, Knauf-ის გერმანული შიდა სალესი მასალის გამოყენებით „აქსისი“ თეთრი კარკასის ცნებასაც ცვლის. საერთოდ აღარ არის საჭირო გაჯით ლესვის პროცესი. სიახლეა XPS მასალის გამოყენება არა მარტო ფასადზე, არამედ ბინებშიც. პემზის ნაცვლად იატაკის XPS მასალით მოჭიმვა ბინებს შორის ბგერაიზოლაციას უზრუნველყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავლის ტექნოლოგიები მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც შეცვლის მოთხოვნას და დაამკვიდრებს ახალ სტანდარტს საქართველოში.