საქართველოში ყავის იმპორტი შემცირდა, მსოფლიოს კი პროდუქციის დეფიციტი ემუქრება. საკონსულტაციო ჯგუფ Marex Spectron-ის მარტის პროგნოზით, 2021-2022 წლებში ყავის გლობალური დეფიციტი 10,7 მლნ ტომარამდე გაიზრდება, შარშან დეფიციტი 8 მლნ ტომარა იყო. ამ დროს კი ნიუ-იორკის ბირჟაზე არაბიკა ყავის ფიუჩერსები ოქტომბრიდან დღემდე 24%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ცნობით, ბრაზილიის გვალვებისა და გადასაზიდი მეტალის კონტეინერების დეფიციტის გამო მსოფლიო ბაზარზე უახლოეს თვეებში ყავის პროდუქცია შესაძლოა, შემცირდეს. მოელიან, რამ როგორც კი ყავაზე მოთხოვნა აღდგება, ბალანსი დეფიციტისკენ გადაიხრება. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ყავის მიწოდება მცირდება, საბითუმო ფასები კი იზრდება. ბრაზილიის რეკოდრული მოსავლის პირობებშიც კი ყავის მარაგი ექვსწლიან მინიმუმამდეა დასული. აშშ-ში ყავის იმპორტიორი კომპანიის Wolthers Douque-ის პრეზიდენტი კრისტიან უოლტერსი აცხადებს, რომ ლათინური ამერიკიდან ყავის მიწოდების ფასი ორჯერ გაიზარდა.
Goldman Sachs Group-ის შეფასებით, თუკი უახლოეს წლებში ცენტრალურ ამერიკაში წარმოება არ გამოკეთდება, მოთხოვნის ზრდის პარალელურად ყავის ბაზარზე სტრუქტურული დეფიციტი გაჩნდება.
ამ მომენტისთვის ყავით მოვაჭრეები ცდილობენ, ფასები არ გაზარდონ, რადგან მომხმარებლის კაფეებში ხელახლა მიზიდვა სურთ და ისინი, ჯერჯერობით, ძველ კონტრაქტებს ხურავენ, მაგრამ ახალი კონტრაქტების დადების შემდეგ ყავაზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, წელს ქვეყანაში ყავის იმპორტი 17,2%-ით შემცირდა. თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ უცხოეთში 1 003.9 ტონა ყავა იყიდა (2,536 მლნ დოლარი) წელს 2 თვეში 830.7 ტონა (2,047 მლნ დოლარი) შემოვიდა.
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყავა 19 ქვეყნიდან შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 59,6% ინდონეზიაზე მოდის. TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა კი ასე გამოიყურება: