დენიელ დუბუაზა და უიტნი ტინგლი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მეგობრებმა, რომლებმაც ერთმანეთი არიზონას შტატში, მათემატიკის სკოლაში, მეშვიდე კლასში გაიცნეს, მოგვიანებით ნიუ – იორკში, 46 კვადრატულ მეტრიანი ბინის სამზარეულოში, 700 დოლარად ორგანული ვეგანური საკვების მიწოდების კომპანია - Sakara Life დააარსეს. ახლა მისი წლიური შემოსავალი 150 მილიონი დოლარია.
ახალაზრდა დედებმა მნიშვნელოვან ზრდას მიაღწიეს. მათ 4.8 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს, შემდეგ კი დამატებით 15 მილიონით დაფინანსდნენ.
”ჩვენი პროდუქტი არ არის იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.” - ამბობს 34 წლის დუბუზა.
Sakara Life დღეს ფლობს სამზარეულოებს ლონგ აილენდში, ნიუ - იორკსა და კალიფორნიაში, სადაც მათი მომხმარებლების დიდი ნაწილია კონცენტრირებული. კომპანია ამზადებს ვეგანურ კერძებს. სამზარეულოში 200 - ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც სპეციალურ აღჭურვილობას იყენებენ. სწორედ ამ თანამედროვე მიდგომების საშუალებით, საათში 3,600 კგ საკვებს ამუშავებენ, ავსებენ 2 000 ჭიქას წვნიანით და აცხობენ 4500 მაფინს. ბონუსად კი აცხობენ 15 ფენიან ლაზანიას და უნაკლო ვეგანურ ბურგერებს. Sakara-ს კურიერები მომხმარებლებს მზა კერძებს კვირაში ორჯერ აწვდიან.
“ახალი საკვები და პროდუქტების მიწოდება სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც 2017 წლის 4,7 მილიარდი დოლარიდან 2022 წლისთვის 11 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“, - ამბობენ ექსპერტები.
ტენდეცია გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ პანდემიის დროს ადამიანები ძირითადად დროს სახლებში ატარებდნენ.
”Sakara Life კარგად გრძნობს თავს ვეგანურ და სუფთა ეტიკეტის მქონე პროდუქტებში (სუფთა ეტიკეტი აქვს პროდუქტს, როლიც დამზადებულია მთლიანად ბუნებრივი პროდუქტებით, არ გააჩნია კონსერვანტები და დანამატები) ველოდებით, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მცენარეული საკვებით“, - ამბობს ანალიტიკოსი კარა რაში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში შეკვეთების რაოდენობა 60%–ით გაიზარდა. მეგობრები ორიგინალური იდეის შენარჩუნებისთვის ბევრს მუშაობდნენ. მათ არ მიიღეს მონაწილეობა ასობით მილიონი დოლარის დაფინანსების პროგრამებში და წილის დიდი ნაწილი თავად შეინარჩუნეს, რამაც სტაბილური ზრდა უნდა გამოიწვიოს.
დუბუაზა და უიტნი თვლიან, რომ მათი კომპანია მზა საკვების მწარმოებლებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან ამ შემთხვევაში მათი მომსახურება უფრო დიეტურ რეჟიმებს ჰგავს, რომლებიც შემუშავებულია დიეტოლოგების და შეფების მიერ. “საქარას“ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ სამჯერადი კვება დღეში, კვირაში ხუთი დღე. თითოეული კვება სტანდარტული იქნება ყველასთვის, ყველგან. მაგალითად, დღევანდელ მენიუში, საუზმეზე შეიძლება იყოს კენკრის ფუნთუშეული ვაშლის კარაქით, ვეგანური ბურგერი ქოქოსის ბეკონით, ჩილი და კეშიუ კრემი ლანჩზე და ბოლოს ეთიოპიური ოსპი, ბადრიჯანი და ინჟერა სადილად.
”როდესაც მცენარეების პოტენციალი აღმოვაჩინეთ, მან მთლიანად გარდაქმნა ჩვენი სხეულები, სიცოცხლე და მოგვცა ახალი მიზანი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ”, - ამბობს 32 წლის თინგლი.
Sakara Life
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, კომპანია დიდი კრიზისის დროს შეიქმნა. ნიუ იორკში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის საფასურის გადასახდელად, დუბუზა მსახიობად და მოდელად მუშაობდა, რის გამოც კვების დარღვევის მსხვერპლი გახდა.
2010 წელს დუბუზამ წონაში სწრაფად კლების მიზნით შვიდი დღე იშიმშილა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გვერდით კი ერთგული მეგობარი ედგა. დუბუზაზე ზრუნვაში თინგელმა მოიმატა შვიდი კილოგრამი და განუვითარდა კანის სერიოზული პრობლემები - კისტოზური აკნე.
სწრაფი კვების ხშირი მოხმარების პარალელურად, იგი ბანკის ანალიტიკოსად მუშაობდა. ფიზიკურად და ფსიქიკურად დაქანცულმა მეგობრებმა მოგვიანებით შეისწავლეს მიკრობიომის პრინციპები (ადამიანის მიკრობიომა არის ყველა მიკრობი, რომელიც ბინადრობს ადამიანის ორგანიზმში) და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შეადგინეს მცენარეულ საკვებზე დამზადებული ორგანული დიეტა, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო. აკნე გაქრა, წონა დასტაბილურდა, ენერგია დაბრუნდა... გახარებულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მათი მიგნება სხვებისთვისაც გაეზიარებინათ და დააარსეს Sakara, რაც სანსკრიტულად "აზრების მატერიალიზაციას" ნიშნავს.
პირველი ორწლინახევრის განმავლობაში თინგლს და დუბუაზას არ უხდიდნენ. ზოგჯერ ისინი დღეში 50 ულუფას სახლში ამზადებდნენ და შეკვეთის ადრესატამდე მისატანად სკეიტბორდერებს ქირაობდნენ. წლებთან ერთად შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს, Google-ის ძიების შედეგებში, "ნიუ – იორკში საკვების მიწოდების" ჩაწერის შემთხვევაში Sakara ლიდერობს. 2014 წელს კომპანიის შემოსავალი 1,8 მილიონი დოლარი იყო, 2015 წელს კი 5,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
Sakara-ს ცხოვრების წესი, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, თუმცა ფასი ბევრს გააკვირვებს. ყოველდღიური სამჯერადი კრებული მინიმუმ 70 დოლარი ღირს. უფრო ინტენსიური მენიუ და დეტოქსიკაციის პროგრამები, ხუთი დღის განმავლობაში შეიძლება კლიენტებს 400 დოლარამდე დაუჯდეთ. რაც თავიდანვე განაპირობებს, რომ დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის კვების გამოწერა თითქმის წარმოუდგენელია.
”რაც შეეხება კვების პროგრამას, ჩვენ ვგავართ დიეტოლოგებს და პირად შეფს. ხალხი ჩვენთან მოდის, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და გააუმჯობესონ ჯანმრთელობა ”, - ამბობს თინგლი.
პროდუქციის ასორტიმენტის გასაფართოებლად და მომხმარებლების მოსაზიდად მათ დამატებით 15 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს. საერთო დაფინანსებამ კი უკვე მიაღწია 20 მილიონ დოლარს. 2021 წელს დამფუძნებლები 150 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებენ.