Mercedes-Benz-ი მიმდინარე წლის გაყიდვებში BMW-ს ამარცხებს

გერმანულმა პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 590 999 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,3%-ით მეტია.

კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ჩინეთისა და აშშ-ის ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან 50 000-ზე მეტი მოდის ახალი თაობის S-Class-ზე (+17%), გაზრდილია მოთხოვნა SUV-ებზე (+54.3%) და E-Class-ის სედანსა და უნივერსალზეც (+23.9%).

რაც შეეხება მის უშუალო მდევარს, ბავარიულ BMW-ს, მისი ბრენდის ქვეშ გაყიდული მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა წლის პირველ სამ თვეში 560 543 ეგზემპლარი შეადგინა (+36.2%). ამ ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანეს X მოდელებმა (246,068, +36.5%), ისევე როგორც ახალი 5 Series (+43.0%) და 3 Series (+43.6%) გაყიდვებმა.

ბრენდის გაყიდვებში საკუთარი მოკრძალებული, თუმცა, დამაიმედებელი ზრდა აჩვენა ელექტროფიცირებული მოდელების გაყიდვებმა, რომელთა მაჩვენებელი გაორმაგებულია 70 207-მდე. საკმაოდ გაზრდილია ბრენდის სპორტული განყოფილების BMW M GmbH-ის მიერ დამუშავებული მოდელების გაყიდვები - გაიყიდა 37 896 მოდელი, რაც 21%-იანი ზრდაა.

კოკა კვირკველია