კომპანია Bentley აპირებს ააშენოს პირველი საფირმო საცხოვრებელი ცათამბჯენი - Bentley Residences-ი.
კომპლექსი ატლანტიკის სანაპიროზე ქალაქ სანი-აილს-ბიჩში განთავსდება მაიამისთან ახლოს. Bentley Residences-ში სულ 200 აპარტამენტი იქნება პანორამული შემინვით. ყველა მათგანი მიიღებს ცალკე ტერასას, აუზს, საუნას და გარე საშხაპეს.
თუმცა, მთავარი - ეს იქნება ავტოფარეხი რამდენიმე ავტომობილისთვის და სპეციალური ლიფტი მათთვის. ბინის მფლობელების განკარგულებაში იქნება ასევე სატრენაჟორო დარბაზი, კინოთეატრი, სპა-ცენტრი, ვისკი-ბარი და რესტორანი. ბონუსად კი თვალწარმტაცი ხედი ზღვაზე.
Bentley არ არის პირველი ლუქს-კომპანია, რომელიც უძრავი ქონების სფეროში შევიდა, წლის დასაწყისში ამ სეგმენტში შესვლაზე გამოაცხადა Aston Martin-მაც, რომელსაც უკვე აქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი: ეს არის Aston Martin Residences მაიამიში და 130 William მანჰეტენზე, ასევე ქალაქგარე კომპლექსი Sylvan Rock ნიუ-იორკთან ახლოს. Bentley კი საკუთარ პროექტს დეველოპერულ კომპანიას Dezer Development-სა და არქიტექტურულ სტუდიას Sieger Suarez Architects-ს მიანდობს, რომელთა დახმარებითაც ააშენებს 60-სართულიან ცათამბჯენს.
Bentley Residences-ის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება. ფასი უცნობია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ Aston Martin Residences-ში ბინების ფასი ნახევარი მილიონიდან 50 მილიონამდე მერყეობს, სავარაუდოდ, ამდენივეს უნდა ველოდოთ აქაც.