თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 2 500 000 დოლარს (8 534 000 ლარს) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი დამუშავებულია მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ.
„სახლი შედგება, ნებისმიერი მფლობელის, ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გათვალისწინებით: პედიკურის და მანიკურის ოთახები, 18 საძინებელი, 5 მისაღები, 2 სასტუმრო ოთახი, კაბინეტები, შეხვედრის ოთახები, 8 სველი წერტილი, საუნა, მასაჟის ოთახი, სპორტდარბაზი, დიდი ჰოლი, ავტოფარეხი, საბილიარდო დარბაზი, აუზი, კამერებით აღჭურვილი დაცვის ოთახი.
სახლის სრული ფართობი მოიცავს 1 053 კვ.მ.-ს. სახლში მოქმედებს ყველა კომუნიკაცია, გათბობის ცენტრალური სისტემა, თბო-იზოლირებული შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებულია ყველა დიზაინერული გათვლა, ვინტაჟური გარემოს შესაქმნელად. სახლი გაწყობილია ძვირფასი, იტალიური და ესპანური ბრენდის ავეჯით და ტექნიკით,“- ვკითხულობთ განცხადებაში.