Pfizer-მა აშშ-ის მარეგულირებელს ვაქცინის მოზარდებზე გამოყენების ნებართვისთვის მიმართა

ამერიკული Pfizer-ი და გერმანული BioNTech-ი იტყობინებიან, რომ ამერიკულ უწყებებს მიმართეს განცხადებით - გაიცეს ნებართვა შტატებში მათი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში ექსტერნად გამოყენებისთვის. ანალოგიური თხოვნით კომპანიები სხვა ქვეყნების მარეგულირებლებსაც მიმართავენ.

როგორც კომპანიებში აცხადებენ, ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებზე ვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა და სწრაფი იმუნიტეტი აჩვენა. მოხალისეებმა პრეპარატის მიღების შემდეგ მარტივად დაძლიეს გვერდითი ეფექტები და გამოვლინდა იგივე ეფექტები, რაც ვლინდება 16-25 წლის ასაკის მონაწილეებში. კომპანიაში პირობას დებენ, რომ ყველა ნებაყოფლობით მონაწილეს დააკვირდებიან მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ისინი მეორე დოზასაც მიიღებენ.

აპრილის დასაწყისში Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა სულ ცოტა 91,3%-ით ეფექტიანია ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში და რომ ის 100%-ით ეფექტიანია სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

BioNTech-მა დასძინა, რომ ამ დროისთვის კომპანიები კლინიკურ ცდებს ატარებენ 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში. უკვე დაიწყო ვაქცინის გამოცდა 5-11 წლის ბავშვებში, ხოლო 2-5 წლის ბავშვებში ტესტირება მოგვიანებით დაიწყება.

კოკა კვირკველია