საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 751 ტესტი ჩატარდა.