რა პრივილეგია ექნებათ დანიაში „კოვიდ-პასპორტის“ მქონე მოქალაქეებს

დანიის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირის სამშაბათს კორონავირუსის პასპორტების ამოქმედების შესახებ სქემა წარადგინა, რომელიც პასპორტის მქონე მოქალაქეებს გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებს.

Euronews-ის ინფორმაციით, „კოვიდ-პაპსორტების“ მიღებას მოქალაქეები იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ მიღებული, ან კორონავირუსი გადაიტანეს და ტესტის გაკეთების შემდეგ ვირუსი აღარ უფიქსირდებათ.

გამოცემის მიხედვით, პასპორტის მიღების შემდეგ დანიის მოქალქეებს შეეძლებათ სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებსა რესტორნის ღია სივრცეებს ესტუმრონ.

ამას გარდა, 6 მაისიდან დანიაში რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები იხსნება. მათი სტუმრობა კი მხოლოდ „კოვიდპასპორტის“ მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ.

გამოცემა წერს, რომ მაისის დასაწყისისთვის დანიაში მცხოვრებ 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა დიდი ნაწილი უკვე აცრილი იქნება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დაწესებულებას ისეთი ადამიანი ეწვევა, რომელსაც „კოვიდ-პასპორტი“ არ ექნება, 330 ევროთი დაჯარიმდება. დაწესებულებას კი, რომელმაც ასეთი ადამიანი შენობაში შეუშვა 400 ევროთი დააჯარიმებენ, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ევრომდე გაიზრდება.

ბოლო მონაცემებით, დანიაში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 7%-მა მიიღო, 13%-მა კი ერთი. ქვეყანაში ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქიცნით მიმდინარეობს.

ბექა ბერიაშვილი