საქართელოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85 % -ს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %’, - ნათქვამია ინფორამციაში.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.