„ფეისბუკმა“ გამოაცხადა, რომ საკუთარ მენლო პარკის შტაბ-ბინას, დროებით ვაქცინაციის ცენტრად გადააკეთებს. ამით კომპანია გამოეხმაურა მთავრობის მცდელობას, შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს, რაც შესაძლებელს გახდის სრულ გახსნას და ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას შეუწყობს ხელს.
„ფეისბუკის“ უფროსი საოპერაციო დირექტორის, მილიარდერ შერილ სანდბერგის თქმით, ახალი ინიციატივის განხორციელებაში, „ფეისბუკის“ პარტნიორი, რავენსვუდის ოჯახის ჯანმრთელობის ცენტრი იქნება. მისი სპეციალისტები, ვაქცინაციას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას შეასრულებენ.
სანდბერგისვე თქმით, ვაქცინციის პროგრამის განხორციელებაში, მონაწილეობას მიიღებენ შტატ კალიფორნიის ხელისუფლება და ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციები. ისინი ვაქცინაციის მობილურ კლინიკებს გაუწევენ კოორდინაციას, რომლებიც შტატის იმ ოთხ რეგიონში იმუშავებენ, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
უფრო ადრე, „ფეისბუკმა“ წამოიწყო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ შეერთებული შტატების ფარგლებში, რა ადგილებშია ვაქცინაციის გავლა. გარდა ამისა, ინსტაგრამზე კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო განყოფილება დაამატა.