ეკონომიკაში მიიჩნევა, რომ მაღალი გადასახადი სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ამცირებს, ამიტომ რაც უფრო დაბალია ბეგარა, მოქალაქეებისთვის ესა თუ ის ქვეყანა საცხოვრებლად და საარსებოდ მით უფრო მიმზიდველია.
მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა თუ მოიწონებს თავს გამართული ფინასური სისტემით. არიან ქვეყნები, სადაც იურიდიულ პირებს ნამდვილად კონკურენტულ გარემოს სთავაზობენ და შესაბამისად, ბიზნესის დაწყებაც ბევრად მარტივია.
გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, სადაც ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს:
- ალბანეთი - 10%
- ბოსნია ჰერცოგოვინა - 10%
- ბულგარეთი - 10%
- ყაზახეთი - 10%
- ბელარუსი - 12%
- მაკაო - 12%
- რუსეთში - 13%
- იორდანია -14%
- კოსტა რიკა 15%
- ლიტვა - 15%