2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ გლობალურ ინტერნეტ-კომერციას დამატებით 900 მილიარდი დოლარი მოუტანა. Mastercard-ის პროგნოზით, ამ თანხის 20-30% შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც digital-ში დარჩება.
Mastercard’s Recovery Insights: Commerce E-volution-ის კველვის მონაცემებით, 2019 წელს ონლაინ-რითეილერებმა მომხმარებლების მიერ საცალო ვაჭრობაში დახარჯული ყოველი შვიდი დოლარიდან 1 დოლარი მიიღეს, დღეის მონაცემებით კი ყოველი მეხუთე დოლარი ინტერნეტში იხარჯება.
კვლევის თანახმად, 2020 წელს საერთაშორისო ინტერნეტ-კომერციის მოცულობა 25-30%-ით არის გაზრდილი. ასევე, გაიზარდა კომერციის გეოგრაფია, რადგან მომხმარებლებმა სათანადოდ შეაფასეს, თუ რამდენად კომფორტულია სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჩამომჯდარმა შეიძინო სასურველი ნივთი. ცალკეულ ქვეყნებში e-commerce-ის ზრდის დინამიკამ 60-90% -საც მიაღწია.
ტრანზაქციების ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალოსტატისტიკურმა მომხმარებელმა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, უფრო მეტ სავაჭრო პლატფორმაზე შეიძინა ნივთი. მაგალითად, 2019 წელს იტალიელები, საშუალოდ, 3 ინტერნეტ-მაღაზიას სტუმრობდნენ, ხოლო 2020 წელს ინტერნეტ-მაღაზიების რიცხვი 3,9-მდე გაიზარდა (+30%). საუდის არაბეთში 33%-იანი ზრდა იყო ანუ 1,8-ის ნაცვლად 2,4 ინტერნეტ-მაღაზია მოიმხრეს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ინტერნეტ-მაღაზიების რიცხვმა 22%-ით მოიმატა ანუ 3,2-იდან 3,9 მაღაზიამდე.
პანდემიის მიმართ უფრო მდგრადი აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, სადაც ციფრული კომერცია მეტად განვითარებულია. კვლევის პროგნოზით, ქვეყნები, სადაც ქალაქის მოსახლეობის წილი მეტია, აქვს გამჭვირვალე კანონმდებლობა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოა, პანდემიის დასრულების შემდეგაც ნახავენ სარგებელს. ისინი პანდემიისდროინდელი ონლაინ-შემოსავლების 40-80%-ის შენარჩუნებას შეძლებენ.