საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 685 ტესტი ჩატარდა.