Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4225 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4225 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4201 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4260 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0646 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.