უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმიდნარე წელს, როდესაც მთავრობა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უქმე დღეებს აცხადებს ქვეყანაში. აქამდე დასვენების დღეები 2 კვირით, წლის დასაწყისში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იყო გამოცხადებული.
მართალია, ჯერ არ გამოქვეყნებულა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რომელ საქმიანობებს შეეხება ან არ შეეხება უქმე დღეები, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც, საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ უქმე დღეების პერიოდში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელონ ფუნქციონირება, შემდეგი იქნება:
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში 2021 წლის იანვარში 2 კვირიანი უქმე დღეების გამოცხადებაში ბევრ კითხვის ნიშანს ხედავდნენ მათ შორის დამსაქმებელთა ასოციაციაში. მათი შეფასებით, ეს ჩამონათვალი ძალიან მცირე იყო და კიდევ უფრო მეტ სიცხადეს და დაზუსტებას საჭიროებდა. ამასთან, ასოციაციაში აღნიშნავდნენ, რომ „კომპანიებს, რომლებიც ამ ტიპის დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება, რადგან ეს არის უქმე დღე, რომელსაც მთავრობა აწესებს და რომლის სანაცვლოდაც დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელს მოსთხოვოს მუშაობა სხვა დასვენების დღეებში, შესაბამისად, თუ დამსაქმებელი შეუთანხმდა დასაქმებულს იმუშაონ იანვრის დღეებში, ეს არ იქნება დარღვევა და იქნება ორმხრივი შეთანხმება“.