12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოდან” აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.
„დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.
სულ მონაწილე - 1,137,380- ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას“, - აღნიშნულია „საპენსიო სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.