მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას არ აპირებს

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გავამართლოთ" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შესაძლო გადახედვაზე დასმულ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას არ აპირებს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი. ამაში დაგვეხმარება ჩვენი პრივატიზაციის პროგრამა, ასევე „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამები.

ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა ჩვენი პროგნოზი გამართლდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება.

ნოდარ სირბილაძე