ბიზნესი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სპეციალურ მიმართვას ამზადებს - რა საკითხებზე გაკეთდება აქცენტი

„უახლოეს დღეებში ოფიციალურ მიმართვას გავავრცელებთ მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით.

განცხადება რა თქმა უნდა, პრემიერზე იქნება მიმართული,“- ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ვმუშაობთ სხვა ბიზნესასოციაციებთან და უახლოეს დღეებში ოფიციალურ მიმართვას გავავრცელებთ კიდევაც მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. გახარია როცა იყო პრემიერი, მაშინ 4 მინისტრთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, ამ ოთხიდან დღეს ერთია დარჩენილი, მანდაც კი არანაირი სტაბილურობა არ არის. ჩვენი განცხადება ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პრემიერზე იქნება მიმართული. ის მოიცავს ყველა დარგისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ეს საჭირბოროტო საკითხები იქნება ბმაში - ტურისტული სექტორის აღდგენასთან, კომენდანტის საათთან, საშეღავათო პაკეტებთან,“-აღნიშნა ყარალაშვილმა.

თაია არდოტელი