ჯანმო-ს დირექტორი - უკვე მეშვიდე კვირაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.

„იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება“, -განაცხადა მან.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 136 მილიონი შემთხვევა ფიქსრდება, ვირუსს 2.95 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.