„საქართველოს რკინიგზამ“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს რკინიგზის ზარალმა 164,644 მლნ ლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს რკინიგზამ სხვადასხვა შემოსავლის სახით სულ 489,370 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი 2019 წელთან შედარებით დაახლეობით 2 მლნ ლარით ნაკლებია. ზარალიანობის ერთ-ერთ მიზეზად კურსთა შორის სხვაობა სახელდება, რის გამოც გასულ წელს რკინიგზამ 191 მლნ ლარამდე ზარალი მიიღო.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოსთვის რკინიგზის“ ზარალიანობა სიახლეს არ წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი წინა წლებშიც სოლიდური იყო. 2019 წელს რკინიგზის ზარალმა 5,581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, ხოლო 2017 წელს რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.
ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.