აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
სააგენტო Associated Press წერს, რომ ეს რეკორდული ციფრია და ორჯერ აღემატება ნახევარწლიანი დეფიციტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც 2011 წელს დაფიქსირდა. ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, პირველ რიგში, ექსტერნული ხარჯებით არის განპირობებული, რაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გამოიყოფა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე ფინანსური წლის პირველ ნახევარში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებმა 3,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა ხაზინაში შემოსავლები მხოლოდ 1,7 ტრილიონი დოლარია. მხოლოდ მარტში ბიუჯეტის დეფიციტი 660 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა მარტში ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს, რომელზეც 1,9 ტრილიონი დოლარი გამოიყო.