სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე 555 ათასი ავტომობილი გაიტანა, რაც, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით მეტია და ქვეყნის ექსპორტის ისტორიაში მესამე კვარტალური მაჩვენებელია.
ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტირებული ავტომობილების ჯამური ღირებულება 31,5%-ით ანუ 11,9 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიღწეულია, ძირითადად იანვარ-თებერვლის ექსპორტის ხარჯზე. მარტში ექსპორტზე 203,8 ათასი ავტომობილი გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1,4%-ით ნაკლებია. თუმცა ღირებულებით ნაწილში მარტის ექსპორტზე 15,3%-იანი ზრდა მაინც ფიქსირდება, რაც 4,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს პრემიუმ-კლასის მოდელების გაყიდვების ზრდით არის განპირობებული.
მარტში ქვეყანაში 333,8 ათასი ავტომობილი აწარმოეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9,5%-ით ნაკლებია. ამ საანგარიშო პერიოდში ადგილზე რეალიზებულია 171,3 ათასი ავტომობილი, რაც, შარშანდელთან შედარებით, 0,9%-იანი კლების მაჩვენებელია.