საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 524 ტესტი ჩატარდა.