„ქუდოს ჯორჯია“ გლობალური ბიზნეს სკოლების შესახებ

ბიზნესის მართვაში დახელოვნების მსურველთათვის საინტერესოა, მსოფლიოს რომელი უნივერისტეტები და ბიზნეს სკოლები სთავაზობენ კურსდამთავრებულებს საუკეთესო შესაძლებლობებს. Kudos Georgia-ში MBA პროგრამებს ერთის მხრივ იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აფასებენ, რომელსაც ისინი სტუდენტებს გადასცემენ, ხოლო მეორეს მხრივ - იმ სამსახურითა და ანაზღაურებით, რომელსაც მაგისტრები იღებენ ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ მოკლე ვადაში.

„ქუდოს ჯორჯია“ რამდენიმე გლობალურად აღიარებულ რეიტინგს იყენებს, რომელთა ავტორები სისტემატიურად აანალიზებენ წამყვან ბიზნეს სკოლებს, მათ MBA პროგრამებს და ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად. Kudos Georgia ძირითადად ეყრდნობა რამდენიმე რეიტინგის მონაცემებს:

1. The Financial Times: http://rankings.ft.com/businessschoolrankings/rankings.

2. Forbes: https://www.forbes.com/business-schools/list/#tab:rank.

3. The Economist: https://whichmba.economist.com/ranking/full-time-mba/2021.

4. Bloomberg Businessweek: https://www.bloomberg.com/business-schools/2019

5. US News & World Report: https://www.usnews.com/best-graduate-schools/top-business-schools.

რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა გამოყენებითაც Kudos Georgia აანალიზებს რეიტინგებს, შემდეგია:

§ კურსდამთავრებულის ხელფასის ოდენობა (მაგ, დიპლომის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში);

§ ხელფასის ზრდის კოეფიციენტი ბიზნეს სკოლაში ჩაბარებამდე პერიოდთან შედარებით;

§ კურსდამთავრებულთა სამსახურის დაწყების მაჩვენებელი (მაგ, სკოლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში);

§ კურსდამთავრებულის განსაზღვრული პროფესიული მიზნების მიღწევის კოეფიციენტი მისი სუბიექტური შეფასებით;

§ ბიზნეს სკოლაში დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორების რაოდენობა და ხვედრითი წონა ლექტორების საერთო შემადგენლობაში;

§ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და გენდერული/ეთნიკური ბალანსის დონე;

§ სამომავლო ბიზნეს საქმიანობისთვის კავშირების დამყარების შესაძლებლობა (networking).

„ქუდოს ჯორჯია“ გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლებისა და შესაბამისი MBA პროგრამების ოცეულს (სხვადასხვა რეიტინგის გასაშუალოებული მაჩვენებლებით):

1. Stanford Graduate School of Business (კალიფორნია, აშშ): https://www.gsb.stanford.edu/programs/mba.

2. Harvard Business School (მასაჩუსეთსი, აშშ): https://www.hbs.edu/mba/Pages/default.aspx.

3. Wharton Business School, University of Pennsylvania (პენსილვანია, აშშ): https://mba.wharton.upenn.edu/.

4. London Business School (გაერთიანებული სამეფო): https://www.london.edu/masters-degrees/mba.

5. Booth School of Business, University of Chicago (ილინოისი, აშშ): https://www.chicagobooth.edu/mba.

6. IMD (შვეიცარია): https://www.imd.org/mba/one-year-mba-program/.

7. Stern School of Business, NYU (ნიუ იორკი, აშშ): https://www.stern.nyu.edu/programs-admissions/mba-programs.

8. HEC Paris Business School (საფრანგეთი): https://www.hec.edu/en/mba-programs/mba.

9. Sloan School of Management, MIT (მასაჩუსეთსი, აშშ): https://mitsloan.mit.edu/mba.

10. SDA Bocconi School of Management (იტალია): https://www.sdabocconi.it/en/mba-executive-mba.

11. Dartmouth Tuck School of Business (ნიუ ჰემფშირი, აშშ): https://www.tuck.dartmouth.edu/mba.

12. INSEAD (საფრანგეთი): https://www.insead.edu/master-programmes/mba.

13. Tepper School of Business, Carnegie Mellon University (პენსილვანია, აშშ): https://www.cmu.edu/tepper/programs/mba/program-options/full-time.html.

14. Columbia Business School (ნიუ იორკი, აშშ): https://academics.gsb.columbia.edu/mba.

15. IESE Business School, University of Navarra (ესპანეთი): https://mba.iese.edu/.

16. Anderson School of Management, UCLA (კალიფორნია, აშშ): https://www.anderson.ucla.edu/degrees/full-time-mba.

17. ESADE Business School (ესპანეთი): https://www.esade.edu/mba/en/programmes/full-time-mba.

18. Haas School of Business, University of California – Berkeley (კალიფორნია, აშშ): https://mba.haas.berkeley.edu/.

19. Yale School of Management (კონექტიკუტი, აშშ): https://som.yale.edu/programs/mba.

20. Judge Business School, University of Cambridge (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო): https://www.jbs.cam.ac.uk/programmes/mba/.

საუკეთესო ოცეულის ბიზნეს სკოლებში MBA პროგრამაში 2-წლიანი სწავლის ღირებულება საშუალოდ 172,000 დოლარს შეადგენს. უმეტესობას ამოქმედებული აქვს როგორც საგრანტო, ასევე დაბალპროცენტიანი კრედიტით სწავლისა და განთავსების დაფინანსების მექანიზმები. ამ ოცეულის რომელიმე ბიზნეს სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, უსახსრობის გამო სწავლაზე უარს ნამდვილად არ გეტყვიან. „ქუდოს ჯორჯია“ გისურვებთ წარმატებებს!

სტატიის ავტორი: ქუდოს ჯორჯიას გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ალექსანდრე მარგიშვილი