სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნეს რეგისტრის პორტალი განაახლა. განახლებული პორტალი მოქმედი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა.
პორტალის მეშვეობით მომხმარებლებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: ეკონომიკური სუბიექტის ფაქტიური და იურიდიული მისამართი, ინფორმაცია დამფუძნებლებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების შესახებ და სხვა.
ონლაინ ბიზნეს რეგისტრი განთავსებულია საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.