Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4175 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4175 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4173 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 12 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4232 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0798 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.