„სახელოსნო“ – ვლოგი, რომელიც „მიჰაუსთან“ პარტნიორობით შეიქმნა, საქართველოში ხელნაკეთი ნივთების კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ისახავს მიზანად. DIY ანუ „აკეთე შენით“ პრინციპი მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს ტენდენცია საქართველოშიც აქტუალურია. სახლსა თუ კომერციულ სივრცეებში დეკორაციული ხელნაკეთი ნივთების განთავსება, მათი ჩუქება, თუ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება საინტერესო და მომხიბვლელი. ძალიან აქტუალურია ხელნაკეთი ნივთების შექმნის პროცესში ბავშვების ჩართვაც, რამდენადაც ეს პატარებს დროისა და ენერგიის სწორად და პოზიტიურად დახარჯვაში ეხმარება.
რაც შეეხება პროექტს „სახელოსნო“, ეს არის ვლოგი, რომლის მხიარული წამყვანები თათა იობიძე და ნინი თაბაგარი მაყურებელთან ერთად შეეცდებიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და ამის პრალელურად მათ საინტერესო თამაშებსაც შესთავაზებენ. წამყვანებთან ხშირად ნახავთ მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ და საინტერესო სტუმრებს. „სახელოსნო“ საბავშვო აქტივობებსაც მოიცავს. ვლოგზე ახალი ვიდეოები კი ყოველ პარასკევს დაიდება.
როგორ გავაკეთოთ მაგიდა ძველი ბორბლით?
ამ დრომდე არსებული ქართული DIY ვლოგებისგან განსხვავებით, „სახელოსნო“ დაინტერესებულ ადამიანებს სრულ ინფორმაციას აძლევს ხელნაკეთი ნივთების შესახებ. მათ შორის, თუ სად შეიძინონ და როგორ აარჩიონ საჭირო მასალა. წამყვანები მაყურებელთან ერთად არჩევენ თითოეულ საჭირო პროდუქტს, იღებენ ინფორმაციას მისი მახასიათებლების შესახებ და უკვე სახელოსნოში მისულები თავადაც მაყურებელთან ერთად სწავლობენ ნივთის დამზადებას.
პროექტის პარტნიორი „მიჰაუსი“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომელიც 12 000 კვ.მ-ზე განთავსებულ 60 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ახლახანს შეიქმნა „მიჰაუსის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვანი შეთავაზებიდან სასურველი პროდუქტი მარტივად შეარჩიოს, შეადაროს ერთმანეთს, გამოითვალოს საბოლოო ღირებულება. მისი საშუალებით ფასდაკლებული პროდუქტების ცალკე კატეგორიაში დათვალიერებაც შესაძლებელია. მიჰაუსი მუდმივად ზრუნავს საინტერესო და ინოვაციური პროექტების შექმნაზე, „სახელოსნო“ კი კიდევ ერთი პროექტია რომელიც „მიჰაუსისთან“ პარტნიორობით შეიქმნა.
გამოიწერეთ არხი „სახელოსნო“ , და ნუ გამოტოვებ ნინი და თათას ვლოგებს ყოველ პარასკევს 18:00 წუთზე.
(R)