ჩინელი ბიზნესმენის, ჯეკ მას ქონება 2,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი კუთვნილი კომპანია Alibaba ჩინეთის ხელისუფლებამ 1,78 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
დაჯარიმების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი აშშ-ში 9,3%-ით გაძვირდა, რაც ბოლო 4 წელიწადში ყველაზე მაღალი ზრდაა.
Bloomberg-ის მილიარდერების ჩამონათვალში 52,1 მილიარდი დოლარის კაპიტალით ჯეკ მა 25-ე ადგილზეა.
10 აპრილს ჩინეთის ხელისუფლებამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო კომპანია Alibaba 2,78 მლრდ დოლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის განმარტებით, კომპანია მომხმარებლის „იძულების“ პოლიტიკას ატარებდა და მას საკუთარი სერვისის თავზე მოხვევით სხვა სერვისის არჩევანის საშუალებას არ აძლევდა. ეს ელექტრონულ კომერციაში კონკურენციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა.