უპრეცედენტო მოგებების ფოერვერკი გრძელდება, ამ გაზაფხულზე ლოტოში უკვე მესამე ჯეკპოტი 96 175 ლარი გუშინ ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ გათამაშდა. ლატარიაში კი ბოლო ერთი თვის მოგებების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
· 1 015 291 ლარი - ,,ლოტო 6/42’’- ის ჯეკპოტი გათამაშდა 9 მარტს, მფლობელი მარინე კობახიძე თბილისიდან;
· 211 084 ლარი - ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი გათამაშდა 20 მარტს, მფლობელი აბესალომ ზაზაძე ახალციხიდან;
· 70 659 ლარი - ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა 24 მარტს, მფლობელი ლაშა მოსეშვილი თბილისიდან;
· 282 402 ლარი - ,,ლოტო 6/42’’- ის მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა 6 აპრილს თბილისში;
· 96 175 ლარი - ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი გათამაშდა 12 აპრილს თბილისში.
ახალი ჯეკპოტის მფლობელი უკვე ცნობილია, ის გახლავთ 24 წლის ალეკო ბერუაშვილი თბილისიდან. ალეკომ ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ ბილეთები მხოლოდ ორჯერ შეიძინა, პირველ შენაძენზე 6 ლარი მოიგო, მოგებული თანხა ისევ ბილეთებში ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრში გუშინ გადაცვალა და მისთვის დაუჯერებელი ამბავი მოხდა - ჯეკპოტი 96 175 ლარი მოიგო.
ალეკო ბერუაშვილი პროფესიით ექიმია, ის სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედიში’’ კრიტიკული მედიცის დეპარტამენტში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობს და თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ალეკო ბერუაშვილის მოგებას, მას მოგებული ჯეკპოტი უახლოესს მომავალში გადაეცემა.