თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

მერიის განმარტებით, შპს "მეტრა დეველოპმენტს" ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ჰქონდა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, თიხნარი აღმოჩნდა. შემდეგი ღონისძიებები ადგილზე გეოლოგების დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.

„მშენებლობა ხორციელდებოდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. შპს „მეტრა დეველოპმენტს“ წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა თიხნარი. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.