უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდების დაწესება ამ ეტაპზე არ განუხილავთ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაცები ამოქმედდეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ღიბრაძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.
„შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს არის დაფუძნებული ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა, მოხდეს ზომების როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება“,- განაცხადა ღიბრაძემ.